ჩვენ გვყავს 12 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე
საქართველოს სასოფლო დარბაზის მისია
სსდ-ის მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის.
აღნიშნული მისიის განსახორციელებლად სსდ მჭიდროდ ითანამშრომლებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს სასოფლო დარბაზმა, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში შეიძინეს და ლაბორატორიებს ჩააბარეს პურის 92 ნიმუში. ნიმუშები უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე შემოწმდა.
სავარაუდო დარღვევა, კერძოდ, რადიაციის (ცეზიუმ-137) მომატებული დონე გამოვლენილია 2 ნიმუშში, რომლებიც წარმოებულია შემდეგი ბიზნესოპერატორების მიერ: ინდმეწარმე კესო ბაბუაძე და შპს მბკ პური.
დარღვევები „სავარაუდოდ“ ითვლება, ვინაიდან, აღნიშნული ლაბორატორიული კვლევების შედეგებს უზუსტობის გარკვეული ამპლიტუდა (+-) ახლავს (რაც ლაბორატორიულ კვლევებში საკმაოდ ხშირია), რომლის გათვალისწინებითაც, დამაბინძურებლის ოდენობა შეიძლება დაშვებულ ზღვარს არ აჭარბებდეს, თუმცა, შეიძლება პირიქით, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კიდეც.
სავარაუდო დარღვევების შესახებ წერილები გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) და შესაბამის მეწარმეებთან. 29 ოქტომბერს მივიღეთ სეს-ის პასუხი, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული მეწარმეების მიერ 16 ოქტომბერს დამზადებული თითო პურის ნიმუში ლაბორატორიულად იქნა გამოკვლეული რადიაციასა და მძიმე ლითონებზე. ნორმების გადაჭარბება არ გამოვლენილა.
ამავე დროს, სეს-ის თანახმად, ჩატარდა შპს მბკ პურისა და ი.მ. კესო ბაბუაძის სახელმწიფო კონტროლი, რის შედეგადაც შპს მბკ პურში დაფიქსირდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა (წარმოებულ სურსათს, პურს და ფუნთუშას არ გააჩნდა ეტიკეტი), რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, სეს-ის მიერ გამოკვლეული ნიმუშები იმავე პარტიების ფქვილით თუ იყო დამზადებული, რომლითაც ჩვენი ინიციატივის ფარგლებში აღებული ნიმუშები. ამის თაობაზე მივწერეთ, სეს-ს და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დარღვევების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მიღებული შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ ცალკეული დაბინძურებული ნიმუშების მოხმარების შემდეგ ადამიანს ჯანმრთელობის გართულებები შეენიშნება, თუმცა, ცხადია, ზემოაღნიშნული სახის დაბინძურება ორგანიზმზე უარყოფითად აისახება და, მცირე დოზებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროსაც სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას უწყობს ხელს.
საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ დასაფინანსებლად წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექრონული კენჭისყრის პროცესი დასრულდა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წესების შესაბამისად ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პროექტის დაფინანსებით განხორციელდება 2-2 აქტივობა, თითოეული 5500 ლარის ოდენობით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასოფლო დარბაზი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
გამარჯვებული პროქტები:
საქართველოს სასოფლო დარბაზი ახორციელებს პროექტს, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“.
პროექტის ერთ - ერთი ამოცანაა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილების სარისხის კვლევა და დასკვნებისა და რეკომენდაციების მიწოდება ა(ა)იპ-ბისთვის, რათა მათ გაითვალისწინონ შემდგომ საქმიანობაში. ამ ამოცანის ფარგლებში განხორციელდა შერჩეული ა(ა)იპ-ების მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევა. შედეგები მიეწოდა მუნიციპალიტეტებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელობას.
კვლვის შედეგები შესაძლებელია ჩამოიტვირთოს აქედან:

საქართველოს სასოფლო დარბაზი ახორციელებს პროექტს “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წესების შესაბამისად ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პროექტის დაფინანსებით განხორციელდეს 2-2 აქტივობა, თითოეულს 5500 ლარის ოდენობით.