თაფლის შემოწმება ანტიბიოტიკების შემცველობაზე ლანჩხუთში

Logo Geoსაქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში თაფლის  ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით (CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. 

საქართველოს კანონმდებლობით, ასობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა რეგლამენტირებული, მათ შორის, ანტიბიოტიკები. ქლორამფენიკოლი და ნიტროიმიდაზოლების ჯგუფში შემავალი პრეპარატების ნაწილის შემცველობა სურსათში საერთოდ აკრძალულია, დანარჩენები კი საერთოდ არაა რეგლამენტირებული და მოწმდება ევროკავშირში არსებული ნორმების მიხედვით.

კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.

სულ 4 ნიმუში შემოწმდა, 2 - არაეტიკეტირებული, ასევე 2 - ეტიკეტირებული. 2 ნიმუში ქლორამფენიკოლის შემცველობაზე შემოწმდა, ასევე 2 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე.

ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა. 

ვრცლად...

ბუკლეტები „სურსათის უვნებლობა“

buklსაქართელოს სასოფლო დარბაზი არის საქართველო  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის   პარტნიორი ორგანიზაცია და ახორციელებს პროექტს "უსაფრთხო   საკვები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს". 

ქვემოთ მოყვანილ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ახალი ბუკლეტები „სურსათის უვნებლობა“.

გადასვლა


ყველის ნაწარმის შემოწმება ლანჩხუთში

Logo Geo
საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში ყველის ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით 
(CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. 

საქართველოს სასოფლო დარბაზმა განახორციელა ყველის ნიმუშების შესყიდვა და ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფა. ლანჩხუთის სხვადასხვა მაღაზიებსა და ბაზრობაზე შევიძინეთ 5 დასახელების ყველი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ქალაქ ქუთაისში. შესყიდული იქნა საქართველოში წარმოებული, ქარხნულად დამზადებული ყველის 2 ნიმუში და 3 ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობაში დამზადებული ნიმუში.

IMG 3466

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, ყველის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. ყველი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ძალზედ მნიშველოვანია მისი სისუფთავეზე შემოწმება. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმება ჩვენს მიერ.

შემოწმებული ნიმუშების სია:

ვრცლად...

პროექტი "თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის" დასრულდა

LanPres2023 წლის სექტემბერში საქართველოს სასოფლო დარბაზმა გამართა პროექტ „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფინალური პრეზენტაცია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. პრეზენტაციები გაიმართა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მინუციპალიტეტების საკრებულოების სხდომათა დარბაზებში და მიჰყავდა პროექტის დირექორს ამირან გიგინეიშვილს.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ლანჩხუთის მუნიციპალტეტის 3 სოფლის, ეწრის, ორაგვესა და გრიგოლეთის მოსახლეობა (1200 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 36% ახალგაზრდა),ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის, ერკეთის, დაბლაციხისა და ბურნათის მოსახლეობა (1100 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 30% ახალგაზრდა), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

ვრცლად...
deneme bonusu veren sitelerbetco bahis sitelerikareasbet girişkareasbet girişcasino sitelerikareasbet girişsiyah bayrak aynabeylikdüzü escortgobahis girişasper casino girişbetingoyabancı dizi izleftn bahis siteleriBets10 Pokerforum bahisesbet girişbetboss girişesbet güncel girişbullbahisMucize 2 izleesenyurt escortbeylikdüzü escortbeylikduzu escortistanbul escortistanbul escortesenyurt escortdiziworld.proPHP Shell indirbetturkeybetturkeybetparkxslotstarzbetjojobetbetturkeybetparkbetistmarsbahis girişporn movie