სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის
- 13 მაისი 2025
- გადასვლები: 79
საქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტი “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“. პროექტის მიზანია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის ამაღლება მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობის გზით, რაც მიიღწევა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ერთობლივი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად და სათემო ინიციატივების გაძლიერებით ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად.
პროექტის ამოცანებია:
- თითოეულ მუნიციპალიტეტში სამი ა(ა)იპ-ის, სულ 6 ა(ა)იპ-ის შერჩევა მონიტორინგისთვის
- მონიტორინგის წარმოება სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ
- დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ა(ა)იპ-ის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით
- მოქალაქეთა იდეების შერჩევა და განხორციელება 11 000 ლარის ფარგლებში ლანჩხუთის და 11 000 ლარის ფარგლებში ჩოხატაურში
პროექტის ფარგლებში ლანჩხუთში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო-სადისკუსიო შეხვედრა, სადაც მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზანსა და ამოცანებს. შეხვედრაზე სამოქალაქო მონიტორინგისთვის შეირჩა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“, “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი “, “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამუსიკო სკოლათა გაერთიანება “
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.