
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს სასოფლო დარბაზმა, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში შეიძინეს და ლაბორატორიებს ჩააბარეს პურის 92 ნიმუში. ნიმუშები უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე შემოწმდა.
სავარაუდო დარღვევა, კერძოდ, რადიაციის (ცეზიუმ-137) მომატებული დონე გამოვლენილია 2 ნიმუშში, რომლებიც წარმოებულია შემდეგი ბიზნესოპერატორების მიერ: ინდმეწარმე კესო ბაბუაძე და შპს მბკ პური.
დარღვევები „სავარაუდოდ“ ითვლება, ვინაიდან, აღნიშნული ლაბორატორიული კვლევების შედეგებს უზუსტობის გარკვეული ამპლიტუდა (+-) ახლავს (რაც ლაბორატორიულ კვლევებში საკმაოდ ხშირია), რომლის გათვალისწინებითაც, დამაბინძურებლის ოდენობა შეიძლება დაშვებულ ზღვარს არ აჭარბებდეს, თუმცა, შეიძლება პირიქით, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კიდეც.
სავარაუდო დარღვევების შესახებ წერილები გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) და შესაბამის მეწარმეებთან. 29 ოქტომბერს მივიღეთ სეს-ის პასუხი, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული მეწარმეების მიერ 16 ოქტომბერს დამზადებული თითო პურის ნიმუში ლაბორატორიულად იქნა გამოკვლეული რადიაციასა და მძიმე ლითონებზე. ნორმების გადაჭარბება არ გამოვლენილა.
ამავე დროს, სეს-ის თანახმად, ჩატარდა შპს მბკ პურისა და ი.მ. კესო ბაბუაძის სახელმწიფო კონტროლი, რის შედეგადაც შპს მბკ პურში დაფიქსირდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა (წარმოებულ სურსათს, პურს და ფუნთუშას არ გააჩნდა ეტიკეტი), რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, სეს-ის მიერ გამოკვლეული ნიმუშები იმავე პარტიების ფქვილით თუ იყო დამზადებული, რომლითაც ჩვენი ინიციატივის ფარგლებში აღებული ნიმუშები. ამის თაობაზე მივწერეთ, სეს-ს და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დარღვევების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მიღებული შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ ცალკეული დაბინძურებული ნიმუშების მოხმარების შემდეგ ადამიანს ჯანმრთელობის გართულებები შეენიშნება, თუმცა, ცხადია, ზემოაღნიშნული სახის დაბინძურება ორგანიზმზე უარყოფითად აისახება და, მცირე დოზებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროსაც სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას უწყობს ხელს.
დამატებითი კვლევების გარეშე რთული სათქმელია რას შეიძლება გამოეწვია პურის რადიაციით დაბინძურება. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს ხორბალი, გარემოს დაბინძურების შედეგად, ან სხვა წყაროები, რომლებსაც შესაძლოა ხორბალზე, ფქვილზე, ან საბოლოოდ, პურზე ზემოქმედება მოეხდინა, პროდუქტების გადაზიდვის, გადამუშავების, წარმოების ან შეფუთვა-დაფასოების ეტაპებზე.
პური ფართოდ მოხმარებადი, საბაზისო სურსათია, რომლის უვნებლობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია უვნებლობის მთელი რიგი პარამეტრებისა, რომლებსაც პური უნდა აკმაყოფილებდეს.
ამავე დროს, პური დიდი საფრთხის შემცველ პროდუქტად არ ითვლება და სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, პურის, ფქვილისა და ხორბლის შემოწმების მასშტაბი მცირეა. ლაბორატორიული კვლევები უვნებლობის მთელ რიგ პარამეტრებსაც ვერ მოიცავს. მაგალითად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) 2024 წლის მანძილზე პურის მხოლოდ 4 და ფქვილის 11 ნიმუში შეამოწმა, ხოლო 2023 წელს - პურის 10 ნიმუში. შემოწმებებმა მოიცვა მძიმე ლითონები და რადიაცია.
რაც შეეხება საბაჟო საზღვარზე, იმპორტირებული პროდუქციის შემოწმებას, პროცედურა ხორბლის ფქვილისა და ხორბლის ნიმუშების უვნებლობის პარამეტრებზე შემოწმებას არ ითვალისწინებს და პროდუქციის თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმებით შემოიფარგლება, რაც მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადასტურებს.
ჩვენმა კვლევებმა მოიცვა უვნებლობის ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა მიკოტოქსინები, რადიაცია და მძიმე ლითონები. ეს პარამეტრები ნორმირებულია შემდეგი ნორმატიული აქტებით:
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პურში აფლატოქსინ B1-ის შემოწმებამ. ლაბორატორიებს ასეთი კვლევები დანერგილი აქვთ, თუმცა, ზოგიერთი ლაბორატორია თვლის, რომ აღნიშნული პარამეტრი საქართველოს კანონმდებლობით პურში არ არის ნორმირებული, ზოგიერთს კი საპირისპირო შეხედულება აქვს. შესაბამისად, იმ ნიმუშების ნაწილზე, რომლებიც აფლატოქსინ B1-ზე შემოწმდა, ლაბორატორიების ოქმებში მოქმედი ნორმების შესახებ განსხვავებული ჩანაწერებია.
ამ საკითხის დასაზუსტებლად წერილობით მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სეს-ს. ამ უკანასკნელის პასუხის თანახმად, აფლატოქსინი B1 ნორმირებულია მარცვლოვნებში, ბურღულეულსა და ფქვილში, მაგრამ არა პურში. სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, პურის თითოეული ნიმუში ყველა შესაძლო დამაბინძურებელზე ვერ შემოწმდა.
გარდა ამისა, მთელ რიგ ნიმუშებში გამოვლინდა ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევები, კერძოდ:
ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ წერილები ეგზავნება სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მეწარმეებს. მათი რეაგირების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
შემოწმებები ტარდება ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA), „საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში. CAPCA-ს თანადამფინანსებელია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია). პროექტი ხორციელდება კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი) და მისი ორი თანაპარტნიორი ორგანიზაციის: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ.
ქვემოთ მოცემულია ლანჩხუთში შემოწმებული ნიმუშების სია და კვლევების შედეგები:
ნიმუშები აიღო ორგანიზაციამ "საქართველოს სასოფლო დარბაზი"
პროდუქტის დასახელება: ხორბლის პური
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 18.09.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).
პროდუქტის დასახელება: პური ეკონომბატონი
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 18.09.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).
პროდუქტის დასახელება: შავი პური (პრემიუმ ხარისხი)
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 14.09.2025 - 17.09.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).
პროდუქტის დასახელება: შავი პური (პრემიუმ ხარისხი)
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი"/საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 18.09.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 118, მაღაზია "მაგნიტი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი).
პროდუქტის დასახელება: პური იფქლი დიღომი
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 17.09.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 116, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).
პროდუქტის დასახელება: თეთრი პური 0% საფუარი
მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "იფქლი დიღომი"/საქართველო
დამზადების/ვარგისიანობის თარიღი: 15.09.2025 - 17.09.2025
შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას 116, მაღაზია "ორი ნაბიჯი" (შესყიდვის დოკუმენტი)
ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა (ლაბორატორიის ოქმი #1; ოქმი #2).