ახალი პროექტები

გადასვლები: 7000

პროექტი: "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის"

დამფინანსებელი: ევროპის ფონდი

პროექტის მიზანია საქართველოს სასოფლო დარბაზისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების კოალიციური ძალისხმევით, განხორციელდეს ლანჩხუთის, სენაკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების კონსოლიდაცია, რათა მათთან ერთად, სამოქალაქო მონიტორინგის ინსტრუმენტების  გამოყენებით, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სოციალურდ და ეკონომიკურ ჭრილში განსჯადი გავხადოთ ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობა, დავეხმაროთ ა.ი.პ.-ებს თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებაში.