darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)

FB

  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 462 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

საწყისი

ევროინტეგრაციის თემაზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

შექმნილია 11 ივლისი 2024 გადასვლები: 6555

vakhoლანჩხუთი. 2024 წლის 10 ივლისი - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს სასოფლო დარბაზმა მოაწყვეს საჯარო შეხვედრა, თემაზე „ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოსთვის - სურსათის უვნებლობისადა განათლების სექტორები“.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობისა და განათლების სექტორებში საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის როლის თაობაზე მოქალაქეთა ინფორმირებას და ამ საკითხზე საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობას.

 

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ პრეზენტაცია გააკეთა და მიმოიხილა ევროკავშირში მოქმედი სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირების სისტემა, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმების დაწყებაში და ევროკავშირის მიერ ამ მიმართულებით საქართველოსათვის გაწეული დახმარება. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა.

 

ღონისძიების მეორე მომხსენებელმა, მწერალმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ მიმოიხილა ევროპული განათლების უპირატესობები,landarb საუნივერსიტეტო სისტემების თავისებურებები და შესაძლებლობები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ ქართველმა ახალგაზრდებმა. გამომსვლელმაისაუბრა კონკრეტულადრაგზებს სახავს ევროპაამ მიმართულებით, როგორ შეიძლება ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული განათლების სიკეთეებით სარგებლობა და  რატომაა  ის  უპირატესი  სხვა  საუნივერსიტეტო  სისტემებთან  შედარებით.

 

ღონისძიებას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიის, ადგილობრივი ხელისუფლებისადა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

 

„2010 წლიდან დღემდე, საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ევროკავშირთან ინტეგრაცია იყო. ამასთან ერთად, ფასდაუდებელია ევროკავშირის ფინანსური, მატერიალური, თუ ტექნიკური დახმარება ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით,რომელიც გაწეულ იქნა საჯარო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის შესაძლებლობების გასაზრდელად. იმედი გვაქვს, რომ რეფორმები და ევროკავშირის მხრიდან მათი მხარდაჭერა გაგრძელდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს საქართველოში სურსათის უვნებლობა ისეთივე დონეზე იყოს დაცული, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია“ - განაცხადა CSRDG-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორმა, ვახტანგ კობალაძემ.

 

„განათლება დიდი ხანია პრიორიტეტია ევროპულ ოჯახში, შესაბამისად ესაა იდეალური სივრცე, რომ ახალგაზრდები დაეუფლონ სასურველ პროფესიას, განვითარდნენ, სრულყონ საკუთარი ცოდნა და თავისი პროფესიონალიზმი საქართველოს მოახმარონ. ევროპული ოჯახი   ნიშნავს   განათლების  მეტ   ხელმისაწვდომობას   და   საკუთარი  მიზნების მიღწევის გზაზე ხელშეწყობას.“

 

 

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის, კონრად ადენაუერის ფონდისა და ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მხარდაჭერით. საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი, CSRDG, PR მენეჯერი.

 

თაფლის შემოწმება ანტიბიოტიკების შემცველობაზე ლანჩხუთში

შექმნილია 15 მარტი 2024 გადასვლები: 7205

Logo Geoსაქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში თაფლის  ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით (CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. 

საქართველოს კანონმდებლობით, ასობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა რეგლამენტირებული, მათ შორის, ანტიბიოტიკები. ქლორამფენიკოლი და ნიტროიმიდაზოლების ჯგუფში შემავალი პრეპარატების ნაწილის შემცველობა სურსათში საერთოდ აკრძალულია, დანარჩენები კი საერთოდ არაა რეგლამენტირებული და მოწმდება ევროკავშირში არსებული ნორმების მიხედვით.

კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.

სულ 4 ნიმუში შემოწმდა, 2 - არაეტიკეტირებული, ასევე 2 - ეტიკეტირებული. 2 ნიმუში ქლორამფენიკოლის შემცველობაზე შემოწმდა, ასევე 2 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე.

ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა. 

ვრცლად...

ბუკლეტები „სურსათის უვნებლობა“

შექმნილია 04 მარტი 2024 გადასვლები: 5650

buklსაქართელოს სასოფლო დარბაზი არის საქართველო  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის   პარტნიორი ორგანიზაცია და ახორციელებს პროექტს "უსაფრთხო   საკვები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს". 

ქვემოთ მოყვანილ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ახალი ბუკლეტები „სურსათის უვნებლობა“.

გადასვლა


პროექტი "თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის" დასრულდა

შექმნილია 29 სექტემბერი 2023 გადასვლები: 5631

LanPres2023 წლის სექტემბერში საქართველოს სასოფლო დარბაზმა გამართა პროექტ „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფინალური პრეზენტაცია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. პრეზენტაციები გაიმართა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მინუციპალიტეტების საკრებულოების სხდომათა დარბაზებში და მიჰყავდა პროექტის დირექორს ამირან გიგინეიშვილს.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ლანჩხუთის მუნიციპალტეტის 3 სოფლის, ეწრის, ორაგვესა და გრიგოლეთის მოსახლეობა (1200 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 36% ახალგაზრდა),ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის, ერკეთის, დაბლაციხისა და ბურნათის მოსახლეობა (1100 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 30% ახალგაზრდა), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

ვრცლად...

ყველის ნაწარმის შემოწმება ლანჩხუთში

შექმნილია 06 ოქტომბერი 2023 გადასვლები: 7420

Logo Geo
საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში ყველის ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით 
(CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. 

საქართველოს სასოფლო დარბაზმა განახორციელა ყველის ნიმუშების შესყიდვა და ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფა. ლანჩხუთის სხვადასხვა მაღაზიებსა და ბაზრობაზე შევიძინეთ 5 დასახელების ყველი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ქალაქ ქუთაისში. შესყიდული იქნა საქართველოში წარმოებული, ქარხნულად დამზადებული ყველის 2 ნიმუში და 3 ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობაში დამზადებული ნიმუში.

IMG 3466

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, ყველის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. ყველი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ძალზედ მნიშველოვანია მისი სისუფთავეზე შემოწმება. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმება ჩვენს მიერ.

შემოწმებული ნიმუშების სია:

ვრცლად...

ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის თემაზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

შექმნილია 11 აგვისტო 2023 გადასვლები: 7161

IMG 2925aლანჩხუთი. 2023 წლის 11 აგვისტო -ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს  სასოფლო დარბაზმა“  ორგანიზება  გაუწიეს საჯარო  შეხვედრას,  თემაზე „სურსათის      უვნებლობის      სახელმწიფო      კონტროლი      საქართველოში“,                   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ვრცლად...

მეტი სტატია...

  1. პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება"
  2. ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია
  3. სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრიგოლეთის სკოლაში
  4. თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ერკეთში

Page 3 of 13

  • Start
  • წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com