შექმნილია 10 ივლისი 2023
გადასვლები: 1349
საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა სოფელ ეწრის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: "ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია" და "ეწრის ამბულატორიის შეღობვის თანადაფინანსება". 57 ხმით 17-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ "ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია". ეწრის მოსახლეობას აქვს კაპიტალურად შემოღობილი საბავშვო ბაღის ეზო.
იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.