პროექტი "თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის" დასრულდა

შექმნილია 29 სექტემბერი 2023 გადასვლები: 755

LanPres2023 წლის სექტემბერში საქართველოს სასოფლო დარბაზმა გამართა პროექტ „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფინალური პრეზენტაცია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. პრეზენტაციები გაიმართა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მინუციპალიტეტების საკრებულოების სხდომათა დარბაზებში და მიჰყავდა პროექტის დირექორს ამირან გიგინეიშვილს.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ლანჩხუთის მუნიციპალტეტის 3 სოფლის, ეწრის, ორაგვესა და გრიგოლეთის მოსახლეობა (1200 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 36% ახალგაზრდა),ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის, ერკეთის, დაბლაციხისა და ბურნათის მოსახლეობა (1100 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 30% ახალგაზრდა), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

 

პირდაპირი ბენეფიციარები იყვნენ6 სოფლის სათემო ჯგუფების სულ 30 წევრი, მათგან სავარაუდოდ 45% ქალი და 30% ახალგაზრდა, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოების 6 წევრი და მერების 6 წარმომადგენელი, ჩატარებული კვლევების რესპოდენტები, 420 მოქალაქე, მათგან 50% ქალი და 33% ახალგაზრდა, სოფლებში საჯარო განხილვების მონაწილე მოქალაქეები,180 პირი, მათგან 60% ქალი და 30% ახალგაზრდა, სოფლებში დასანერგი საპროექტო იდეების შერჩევის ელეტქრონულ კენჭისყრაში მონაწილე 800 პირი. არაპირდაპირი ბენეფიციარები კი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ზოგადად.

საგრანტო პროექტის მიზანი: ხელი შეეწყოს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის წარმართვას და საზოგადოების მონაწილეობით სოფლების განვითარების ხელშეწყობას რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობას, მათ პოლიტიკას გახდის მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

საგრანტო პროექტის განხორციელების შედეგად შეირჩა ლანჩხუთისმუნიციპალიტეტის სოფლების ეწრის, გრიგოლეთისა და ორაგვეს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ბურნათის, დაბლაციხისა და ერკეთის სათემო ჯგუფები 5-5 პირის შემადგენლობით, სათემო ჯგუფებმა აიმაღლეს ცოდნა და უნარ-ჩვევები 4 დღიან ტრენინგებზე, ისეთ საკითხებში, როგორიცაა საზოგადოებრივ მონიტორინგის წარმოება, მონაწილეობით ბიუჯეტირების წესები, მოსახლეობის რაოდენობითი კვლევა და მონაწილეობის ფორმები, კონკრეტულად კი პეტიციების შედგენა წარმართვა. სათემო ჯგუფებმა ჩაატარეს საკუთარ სოფლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი და მიაწოდეს რეკომენდაციები მუნიციპალიტეტებს. ამ რეკომენდაციების განხორციელების ლობირების პროცესში ჩართული არიან როგორც მაჟორიტარი საკრებულოს წევრები, ასევე სოფლის მოსახლეობა, პიტიციების ფორმირების და მიწოდების ფორმით.

მოსახლეობის მიერ ღიად და გამჭვირვალედ შეირჩა ადგილობრივი განვითარების ინიციატივები ელექტრონული კენჭისყრის პორტალების: www.ideachokhatauri.ge (ეს პორტალი შეიქმნა პროექტის ფარგლებში) და www.idealanchkhuti.ge მეშვეობით. განხორციელდა შესაბამისი მცირე საზოგადოებრივი პროექტები. კონკრეტულად კი ეწერში კაპიტალურად შემოიღობა საბავშვო ბაღის ეზო, ორაგვეში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა სკვერს, გრიგოლეთში აშენდა ტრენაჟორები, როგორც მოსახლეობის, ასევე ტურისტებისთვის, ერკეთში შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ადმინისტრაციულ შენობაში, დაბლაციხეში განხორციელდა შინმოუსვლელთა სტენდისა და პარკის კეთილმოწყობა, ხოლო ბურნათის ცენტრში მოეწყო რეკრიაციული ზონა.

მოსახლეობის მიერ შეირჩა საპეტიციო მიმართვები საკრებულოებისადმი შემდეგი მოთხოვნებით: ორაგვესა და ბურნათში ინტერნეტის შეყვანა, დაბლაციხეში ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა, ერკეთში ქუჩისთვის ფილიპე მგალობლიშვილის სახელის მინიჭება, ეწერში ამბულატორიის ეზოში რეკრიაციული ზონის მოწყობა.

პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

deneme bonusu veren sitelerbetco bahis sitelerikareasbet girişkareasbet girişcasino sitelerikareasbet girişsiyah bayrak aynabeylikdüzü escortgobahis girişasper casino girişbetingoyabancı dizi izleftn bahis siteleriBets10 Pokerforum bahisesbet girişbetboss girişesbet güncel girişbullbahisMucize 2 izleesenyurt escortbeylikdüzü escortbeylikduzu escortistanbul escortistanbul escortesenyurt escort30 TL Bonus Veren Bahis Siteleri betmatikmariobetonwinbetistsüpertotobetgrandpashabet telegramBetist Girişgüncel deneme bonusu veren siteleryeni açılan deneme bonusu veren sitelerslot sitesi xslottipobet bahis sitesidiziworld.projojobetbetpark girişbetistmarsbahis girişbetturkeybetturkey girişBinance Kayıt OlmaBetnano girişsuperbetincasibomparibahisdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerportobetelitcasinobetkomsonbahisEntrümpelung firmabetturkeyefesbetYouwin girişTipobetCasibomHack forumBetturkeybetcup