თაფლის შემოწმება ანტიბიოტიკების შემცველობაზე ლანჩხუთში

შექმნილია 15 მარტი 2024 გადასვლები: 395

Logo Geoსაქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში თაფლის  ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით (CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. 

საქართველოს კანონმდებლობით, ასობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა რეგლამენტირებული, მათ შორის, ანტიბიოტიკები. ქლორამფენიკოლი და ნიტროიმიდაზოლების ჯგუფში შემავალი პრეპარატების ნაწილის შემცველობა სურსათში საერთოდ აკრძალულია, დანარჩენები კი საერთოდ არაა რეგლამენტირებული და მოწმდება ევროკავშირში არსებული ნორმების მიხედვით.

კვლევები ჩატარდა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში.

სულ 4 ნიმუში შემოწმდა, 2 - არაეტიკეტირებული, ასევე 2 - ეტიკეტირებული. 2 ნიმუში ქლორამფენიკოლის შემცველობაზე შემოწმდა, ასევე 2 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე.

ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა. 

ანტიბიოტიკები სამკურნალო საშუალებებია, თუმცა, მათ სხვადასხვა უკუჩვენებაც გააჩნიათ და ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებები შეიძლება გამოიწვიონ. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა. კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, ამ პრეპარატებს უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.

ანტიბიოტიკები არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველებისა და ფუტკრების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისთვისაც გამოიყენება. ამ ნივთიერებების ნარჩენები თაფლში, კვერცხში, რძესა თუ ხორცში გადადის.  ასეთი სურსათის მოხმარების შედეგად კი ამ ნივთიერებებს  უკვე ადამიანიც იღებს.

ანტიბიოტიკებისა და მათ მიერ გამოწვეული საფრთხეების შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ სტატიის ბოლოს.

სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შემოწმებულ ნიმუშებში ანტიბიოტიკები არ აღმოჩნდა. აქვე აღსანიშნავია, რომ შემოწმებები არ ჩატარებულა თაფლის ყველა შესაძლო დამაბინძურებელზე.

შემოწმებები ტარდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ  დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში.  პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

ქვემოთ მოცემულია კვლევების შედეგები:


IMG 4235პროდუქტის დასახელება: თაფლი სახლში, ცაცხვისა და ალპური მინდვრის ყვავილების

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "თაფლი სახლში", საქართველო

დამზადების თარიღი: 10.10.2023

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, მაღაზია "დეილი", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;


 პროდუქტის დასახელება: თაფლიbisiesh

მწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. თემურ ბისიეშვილი, საქართველო

დამზადების თარიღი: - 2023, მაისი

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მაჩხვარეთი, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;


 პროდუქტის დასახელება: წაბლის და ცაცხვის თაფლი "ბახმაროს თაფლი"bakhm

მწარმოებელი/ქვეყანა: შპს "ბახმაროს თაფლი", საქართველო

დამზადების თარიღი: 21.05.2022

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. 105 #579, მაღაზია "ნიკორა", შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;


 პროდუქტის დასახელება: თაფლიtsilმწარმოებელი/ქვეყანა: ფ.პ. ვახტანგ წილოსანი, საქართველო

დამზადების თარიღი: - 2023, მაისი

შესყიდვის ადგილი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლაშისღელე, შესყიდვის დოკუმენტაცია

ანალიზის შედეგი: არ აღმოჩნდა დარღვევა, ლაბორატორიის ოქმი;


deneme bonusu veren sitelerbetco bahis sitelerikareasbet girişkareasbet girişcasino sitelerikareasbet girişsiyah bayrak aynabeylikdüzü escortgobahis girişasper casino girişbetingoyabancı dizi izleftn bahis siteleriBets10 Pokerforum bahisesbet girişbetboss girişesbet güncel girişbullbahisMucize 2 izleesenyurt escortbeylikdüzü escortbeylikduzu escortistanbul escortistanbul escortesenyurt escort30 TL Bonus Veren Bahis Siteleri betmatikmariobetonwinbetistsüpertotobetgrandpashabet telegramBetist Girişgüncel deneme bonusu veren siteleryeni açılan deneme bonusu veren sitelerslot sitesi xslottipobet bahis sitesidiziworld.projojobetbetpark girişbetistmarsbahis girişbetturkeybetturkey girişBinance Kayıt OlmaBetnano girişsuperbetincasibomparibahisdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerportobetelitcasinobetkomsonbahisEntrümpelung firmabetturkeyefesbetYouwin girişTipobetCasibomHack forumBetturkeybetcup