დარეგისტრირებულ წევრებს წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს
თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესებას და სოფლის საზოგადოებრივი დარბაზების შექმნას,
ასევე, გაგაცნობთ პროექტის „თვითმმართველობაშიმოქალაქეთამონაწილეობისდამატებითიფორმებისშექმნისხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგებს. პროექტის განხორციელებაში 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.
გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ კანონპროექტის დახვეწის პროცესი დიდად არის დამოკიდებული თქვენს მონაწილეობაზე და სხვადასხვა უწყებების, ორგანიზაციების თუ ექსპერტების მოსაზრებების და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე.