On this link deployed the TV stories about training for representatives of Guria coastal zone. The training was provided in framework of the project "Public monitoring for Development of Gurian coastal villages ". Project is implemented by Ozurgeti Young Scientist Club and GRC by financial support EPF.
2015 წლის ოქტომბერში, მენჯში(სენაკის რაიონი) სასკოლო მზაობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის ინიციატორმა, საქართველოს სასოფლო დარბაზის საბჭოს წევრმა, მანანა დარსალიამ, ამ პროექტის განხორციელება ბატონ ალექსანდრე კალანდაძის(პროექტის მენეჯერი), საერთაშორისო ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ მხარდაჭერითა და პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით შეძლო. მისი საბოლოო სრულყოფა მოხდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სრული მხარდაჭერით. სასკოლო მზაობის ცენტრს ადმინისტრაციულ შენობაში კეთილმოწყობილი ფართი გამოეყო. სენაკის რაიონის გამგებელმა, გოჩა დგებუაძემ, ხელი მოაწერა მემორანდუმს „კივიტას გეორგიკას“ პრეზიდენტ გიორგი მესხიძესთან. ამ ეტაპზე ცენტრში 18 ბავშვი ირიცხება. მშობლები და ბავშვები პროექტით ძალიან კმაყოფილები არიან. რაიონის თვითმმართველობასა და საკრებულოს წევრ ვეფხია ხარბედიას დიდი წვლილი შეაქვთ ცენტრის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
საერთაშორისო ასოციაცია ,,civitas georgica - ას დახმარებით და პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით,სოფელ მენჯში გაიხსნა სასკოლო მზაობის ცენტრი რომელიც სპეციალური პროგრამით მოამზადებს 5-6 წლის ბავშვებს სასკოლოდ. 30ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებუალოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ეწვივნენ სასკოლო მზაობის ცენტრს. შეხვედრას ესწრებოდა სენაკის სასოფლო დარბაზის თავმჯდომარე ხვიჩა მაშავა.
We have 31 guests and no members online