პროექტის, „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”, ფარგლებში საქართველოს სასოფლო დარბაზმა უკვე შეიმუშავა და დანერგა საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალეობის, საკრებულოს წევრების პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის, მოსახლეობის საკრებულოს წევრებისადმი დისტანციურად მიმართვიანობის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ადვილად გასაგებივებ აპლიკაცია, „საკრებულოს ელექტრონული მენეჯერი“ (www.lcman.ge). აპლიკაციის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მოსახლეობა - საკრებულო ურთიერთობა, გაიზარდა მონაწილეობის ხარისხი, საკრებულოს წევრების მხრიდან მოქალაქეების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების რაოდენობა.
პროექტის "ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის" განხორციელების შედეგად შემუშავდება მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ბენეფიციარებისთვის ადვილად გასაგები და დინამიური, ელექტრონული კომუნიკატორის ვებ-აპლიკაციის დიზაინი და ტექნიკური მოთხოვნები; მერიას, ისევე როგორც საკრებულოს ექნება ელექტრონული კომუნიკატორის ვებ-აპლიკაცია, რითაც შესაძლებელი გახდება მისი საქმიანობის გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი ზრდა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებს, სამსახურების, განყოფილებების უფროსებს, მერის წარმომადგენლებს ექნებათ შესაბამისი ცოდნა და უნარები და შეძლებენ ვებ-აპლიკაციის ადმინისტრირებას გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობა გაეცნობა საკრებულოსა და მერიის ერთობლივ ვებ-აპლიკაციას და შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ მიიღოს ღონისძიებათა შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, არამედ ელექტრონულად მიმართოს კონკრეტულ დეპუტატს, მერს, მოადგილეებს, სამსახურისა და განყოფილების უფროსებს, მერის წარმომადგენლებს. თვალი მიადევნოს მიმართვის ადმინისტრირებას და მიიღოს მათგან ელექტრონული პასუხი.
2021 წლის 1-4 მარტს ხაშურში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "მუზეუმების გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "ხაშურსერვისის" თანამშრომლები.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.
2021 წლის 22-25 თებერვალს სენაკში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "სასპორტო გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "საზოგაროებრივია მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.
2021 წლის 8-11 თებერვალს საქართველოს სასოფლო დარბაზის ოფისში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები. ტრენინგს ასევე დაესწრნენ ახლად დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების "ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის" და "რუდუნის" წარმომადგენლები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.
ჩვენ გვყავს 20 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე