საქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტის, საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორის" განხორციელება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის, „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძირითადად არ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიზეზი - არა ინფორმირება, არსებული სერვისების გამოყენების სირთულე და ხელმიუწვდომლობა. მოსახლეობას პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის შეკითხვის, თხოვნის, მოთხოვნის, წინადადებისა და შენიშვნის ელექტრონულად უშუალოდ დასმის საშუალება არა აქვს შესაბამისი სერვისის არ არსებობის გამო. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლების, კერძოდ კი საკრებულოს მიერ ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ამ ტექნოლოგიების პერმანენტული გამოყენების უზრუნველყოფა, რომლებიც უცილობლად შეუწყობს ხელს ზემოაღნიშნული პრობლემების კარდინალურ აღმოფხვრას. პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი ამოცანების მეშვეობით: საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული კომუნიკატორის ვებ-აპლიკაციის ტექნიკური მოთხოვნებისა და დიზაინის ფორმირება; აპლიკაციის შემუშავება და ინტერნეტ სივრცეში განთავსება; საკრებულოს აპარატის პერსონალისთვის ვებ აპლიკაციის მართვის ცოდნისა და უნარ - ჩვევების გაზრდა; მოსახლეობის ინფორმირება აპლიკაციის შესაძლებლობისა და გამოყენების შესახებ; ვებ აპლიკაციის ადმინისტრირება.
საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ქვეყანამ თავის თავზე სიღრმისეული საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ვალდებულება აიღო, რაც გამოიხატება ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნაში, რომლის განხორციელება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2015 წელს, აქტიურ ფაზაში შევიდა.
საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ახალ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ადგილობრივითვითმმართველობისმიმართულებით, გათვალისწინებულიაორი ძირითადი ამოცანა: ა)თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გაფართოება; ბ)ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების ეტაპობრივი განვითარება და გაუმჯობესება.
ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ხელშეწყობისთვის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, „მეწარმე ქალთა ფონდთან“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”. აღნიშნული პროექტი გამიზნულია, დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნის და გაძლიერების გზით, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და კონტროლი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის 8 მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესზე.
მონიტორინგის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესწავლა, ადგილებზე ელექტრონული მმართველობის პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და მიგნებებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და შეთავაზება.
გრიგოლეთი ლანჩხუთისმუნიციპალიტეტის სოფელია. იგი მდებარეობს გურიისდაბლობზე, შავიზღვისპირას, ზღვისდონიდან 3 მ. ლანჩხუთიდან 25 კმ., სოფელი ცნობილი საკურორტო ადგილია და აქ ათეულობით სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროა განლაგებული.
გრიგოლეთის მეზობლად მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტი ურეკი ცნობილია მაგნიტური ქვიშის პლაჟით, რაც სამკურნალო ტურიზმის მსურველთა დიდ ნაკადს იზიდავს. ურეკისა და გრიგოლეთის სანაპირო ზონები გეოლოგიურად იდენტურია. დადგენილია, რომ ისინი მდინარე სუფსის ჩამონატანით არის ფორმირებული. ეს დანალექი ფენა შეიცავს სხვადასხვა ფორმაციის მაგნიტურ მინერალებს, როგორიცაა ფერომაგნეტიტი, ტიტანომაგნეტიტი, ილმენიტი და სხვა. ხაზგასასმელია, რომ გრიგოლეთის პლაჟი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ტიტანომაგნეტიტს, ვინაიდან იგი ანალოგიურია მისი მიმდებარე ურეკის პლაჟისა. მთელ მსოფლიოში არსებული მაგნეტიტური ქვიშიანი პლაჟებიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გვხვდება ამ მინერალის დიდი კონცენტრაცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამ კუთხით არის ურეკის სანაპირო პლაჟი. ეს გარემოება დადასტურებულია მე-20 საუკუნის 80-იანი წლებში აქაური პლაჟის მაგნიტური აგეგმვით. სამწუხაროდ, გრიგოლეთის პლაჟის მაგნიტური აგეგმვა არასოდეს არ ჩატარებულა, რადგან, მაშინ გრიგოლეთში საბჭოთა არმიის რადიოსალოკაციო საინჟინრო საჯარისო ნაწილი იყო დისლოცირებული, რაც საიდუმლო ობიექტად ითვლებოდა.
საქართველოს სასოფლო დარბაზმა პროექტის "სასოფლო დასახლებების თვითორგანიზება ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელიც დაიწყო ევროპის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, 13 აგვისტოს ხაშურში გამართა პრესკონფერენცია ადგილობრივ ,მედიასაშუალებებთან. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ხაშურის საკრებულოს წევრები და სენაკის სასოფლო დარბაზის წარმომადგენლები.
პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ისაუბრა დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ხაშურის, სენაკისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას, დასახლებათა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ჩვენ გვყავს 50 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე