2017 წლის 23 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში ჩატარდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული დასახლების საერთო კრება. კრება ჩატარდა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" სრული დაცვით. განხილული იქნა 2 საკითხი, კრების რჩეულის არჩევა და სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია. რჩეულად აირჩიეს ტარიელ ურუშაძე. ორაგვეს უმთავრესი პრობლმებია ბუნებრივი აირის შეყვანა სოფელში, მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელში უბნის ექიმის დანიშვნა, მუნიციპალური ტრნსპორტის დანიშვნა, შიდასასოფლო გზების მოწესრიგება, სანიაღვრეების მოწყობა, კოლმეურნეობის შენობის სტატუსის განსაზღვრა. იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი კრების ოქმთან ერთად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისთვის.
ღონისძიებები ჩატარდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.
2017 წლის 17 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ხოლო 18 მარტს სოფელ ეწერში ჩატარდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული დასახლების საერთო კრებები. კრებები ჩატარდა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" სრული დაცვით. კრებებზე განხილული იქნა 2 საკითხი, კრების რჩეულის არჩევა და სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია. რჩეულად გრიგოლეთში აირჩიეს აკაკი კვაჭაძე, ხოლო ეწერში ზვიად ნაკაიძე. გრიგოლეთის უმთავრესი პრობლმებია ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების არ არსებობა, საგზაო რეგულირების მოუწესრიგებლობა და დამისამართების არ არსებობა. ეწრის პრობლემებია წყალგაყვანილობის არ არსებობა, დაზიანებული შიდა გზა და თხილის დაავადება. იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი კრების ოქმთან ერთად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისთვის.
ღონისძიებები ჩატარდა ევროპის ფონდისმხარდაჭერითდაშვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.
იცი თუ არა, რომ შენ მეზობლებთან ერთად შეგიძლია:
განიხილოთ თქვენი სოფლის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენად მოამზადოთ შესაბამისი წინადადებები;
განიხილოთ სოფელში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და შესაბამისად მუნიციპალიტეტს წარუდგინოთ დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
განიხილოთ მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადო შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
ორგანიზება გაუწიოთ სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში სოფლის ჩართვას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოთ მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
მიიღოთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
განიხილოთ დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები, რადგან უთქვენოდ ამ საკითხს ვეღარ გადაწყვეტენ;
საქართველოს ორგანული კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგილობრივი თვითთმართველობა განმარტებულია როგორც „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“გამომდინარე ამ განმარტებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელების უმთავრესი მექანიზმისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. ამასვე ამბობს „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სადაც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ლეგიტიმურია მხოლოდ არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურის შემთხვევაში, „ეს დებულება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მოქალაქეთა მონაწილეობაზე ასემბლეებში, რეფერენდუმებში და ნებისმიერი სახის პირდაპირ მონაწილეობაზე იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია“ (მუხლი 3.2). სწორედ ამ საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, 2015 წლის 22 ივლისს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, განხორციელდა ცვლილება და მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმად განისაზღვრა დასახლების (სოფლის) საერთო კრება.
Page 13 of 17
ჩვენ გვყავს 27 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე