ჩვენ გვყავს 176 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე
18 სექტემბერს პროექტის "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში" მენეჯერი მაჟენა რაფელსკა და პროექტის კოორდინატორი ამირან გიგინეიშვილი ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს, მიკრო პროექტების განმახორციელებელი ჯგუფების წევრებს შეხვდნენ. ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა დაწვრილებით ისაუბრეს მიკრო პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესახებ. აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ განხორციელებაში ადგილობრივი თემების წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობა.
როექტს ახორციელებენ პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორი", საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" და საქართველოს სასოფლო დარბაზი. პროექტს აფინანსებენ "პოლონეთის სოლიდარობის ფონდი" და "პოლონეთის დახმარება".
პროექტის "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში" ფარგლებში ტრენინგ ცენტრ "ვილა გეორგიკაში" დაიწყო ახალგაზრდა ლიდერების ბანაკი. მონაწილეები წარმოადგენენ ქობულეთის, სამტრედიის ვანის, ხობის, ზუგდიდის, ქარელის, ბორჯომის, საგარეჯოს სოფლებს. ისინი აიმაღლებენ ცოდნასა და უნარ ჩვევებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ლიდერობა, კომუნიკაცია, პრეზენტაცია, პროექტების წერა და მართვა. დაგეგმილია ბანაკის მონაწილე ახალგაზრდების მიერ მათ სოფლებში მცირე პროექტების განხორციელება.
პროექტს ახორციელებენ პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორი", საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" და საქართველოს სასოფლო დარბაზი. პროექტს აფინანსებენ "პოლონეთის სოლიდარობის ფონდი" და "პოლონეთის დახმარება".
2,3 და 4 ივნიისს პატარძეულში, სასტუმრო "ვილა გეორგიკაში ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის გამგეობის სამუშაო შეხვერდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები, აღმასრულებელი დირექტორი ამირან გიგინეიშვილი და საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" დირექტორი გიორგი მესხიძე. შეხვედრაზე განიხილეს აღასრულებელი დირექტორის ანგარიში, ჩამოყალიბდა ორგანიზაციის 2016-2020 წწ სტრატეგია.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროექტის "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში" სამიანობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 სასოფლო დასახლებების საჭიროებათა კვლევა, ამ დასახლებათა წარმომადგენელი ახალგაზრდების ცოდნისა და უნარ - ჩვევების გაუნჯობესება და სოფლებში საინტერესო ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
პროექტს ახორციელებენ პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორი", საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" და საქართველოს სასოფლო დარბაზი. პროექტს აფინანსებენ "პოლონეთის სოლიდარობის ფონდი" და "პოლონეთის დახმარება".
საქართველოს სასოფლო დარბაზის მმართელი საბჭოს წევრთა საყურადღებოდ.
საბჭოს კრება გაიმართება 2, 3 და 4 ივნისს პატარძეულში, სასტუმრო "ვილა გეორგიკაში".
პროეტქ "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ფარგლებში, სანაპიროს სტრატეგიების შემმუშავებელმა სამუშაო ჯგუფება გრიგოლეთში, წყალწმინდაში, ურეკში და ნატანებში ჩაატარეს მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებათა კვლევა. სულ გამოიკითხა 440 რესპოდენტი.
პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის" ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ჩარჩოში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
ჩამოტვირთეთ
ნატანების (შეკვეთილი) კვლევის ანალიზი
საქართველოს სასოფლო დარბაზი, პოლონურ ორგანიცაზია "ედუკატორთან" ერთად, იწყებს ახალ პროექტს "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში". პროექტს ორი მიზანი აქვს - გააძლიეროს საქართველოს სასოფლო დარბაზი ორგანიზაციულად და მიკრო პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს სასოფლო ტერიტორიების განვითარებას. პროექტი გაგრძელდება 7 თვეს. იგი დაფინანსებულია პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მიერ.