darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)
  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი / საწყისზე
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 175 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

პრესკონფერენცია ჩოხატაურში

შექმნილია 08 აგვისტო 2018 გადასვლები: 8813

38521502 1047770312047312 4900990398396104704 nსაქართველოს სასოფლო დარბაზმა დაიწყო პროექტის "სასოფლო დასახლებების თვითორგანიზბა ადგილობრივი განვითარებისთვის" განხორციელება, რომელიც წარიმართება ევროპის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. 

პროექტის ფარგლებში, პარასკევს 3 აგვისტოს  ჩოხატაურში გაიმართა პრესკონფერენცია ადგილობრივ ,მედიასაშუალებებთან. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ სამიზნე სოფლების (ბურნათი, ზემო ერკეთი, დაბლაციხე,) წარმომადგენლები.

პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა და რეგიონულმა კოორდინატორმა როლანდ სიხარულიძემ ისაუბრეს დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ხაშურის, სენაკისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას, დასახლებათა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.


 

პროექტის ფინალური პრეზენტაცია გაიმართა

შექმნილია 02 ივლისი 2017 გადასვლები: 10154

19366314 762763457219067 4282979564178624684 nდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის სხდომათა დარბაზში საქართველოს სასოფლო დარბაზის აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ჩაატარა პროექტის ფინალური პრეზენტაცია „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობის „ მიზნით. ამირან გიგინეიშვილმა აღნიშნა რომ საქართველოს დარბაზი ახორციელებს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს: გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია დასახლების საერთო კრების ამოქმედებით ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მნიშვნელოვნად ამაღლებას. ამ მიზნის მისაღწევად შეირჩა მუნიციპალიტეტის დასახლებები: გრიგოლეთი, ეწერი და ორაგვე. გრიგოლეთში კრების რჩეული გახდა აკაკი კვაჭაძე, ეწერში ზვიად ნაკაიძე, ხოლო ორაგვეში ტარიელ ურუშაძე. ინფორმაცია კრებაზე მიღებული პრობლემური საკითხების მოგვარების შესახებ კომპეტენციის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სრულდება. ფინალურ პრეზენტაციის განხილვას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე,პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე,მოადგილე ბესიკ ტაბიძე,საკრებულოს დეპუტატები და კრების რჩეული მოქალაქეები.

www.lanchkhuti.org.ge 

დასახლების საერთო კრება ორაგვეში

შექმნილია 24 მარტი 2017 გადასვლები: 9996

oragve232017 წლის 23 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში ჩატარდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული დასახლების საერთო კრება. კრება ჩატარდა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" სრული დაცვით. განხილული იქნა 2 საკითხი, კრების რჩეულის არჩევა და სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია. რჩეულად აირჩიეს ტარიელ ურუშაძე. ორაგვეს უმთავრესი პრობლმებია ბუნებრივი აირის შეყვანა სოფელში, მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელში უბნის ექიმის დანიშვნა, მუნიციპალური ტრნსპორტის დანიშვნა, შიდასასოფლო გზების მოწესრიგება, სანიაღვრეების მოწყობა, კოლმეურნეობის შენობის სტატუსის განსაზღვრა. იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი კრების ოქმთან ერთად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისთვის.

ღონისძიებები ჩატარდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთა­შორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.


 

დასახლების საერთო კრებები გრიგოლეთსა და ეწერში

შექმნილია 21 მარტი 2017 გადასვლები: 9748

etseri172017 წლის 17 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ხოლო 18 მარტს სოფელ ეწერში ჩატარდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული დასახლების საერთო კრებები. კრებები ჩატარდა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" სრული დაცვით. კრებებზე განხილული იქნა 2 საკითხი, კრების რჩეულის არჩევა და სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია. რჩეულად გრიგოლეთში აირჩიეს აკაკი კვაჭაძე, ხოლო ეწერში ზვიად ნაკაიძე. გრიგოლეთის უმთავრესი პრობლმებია ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების არ არსებობა, საგზაო რეგულირების მოუწესრიგებლობა და დამისამართების არ არსებობა. ეწრის პრობლემებია წყალგაყვანილობის არ არსებობა, დაზიანებული შიდა გზა და თხილის დაავადება. იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი კრების ოქმთან ერთად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისთვის.

ღონისძიებები ჩატარდა ევროპის ფონდისმხარდაჭერითდაშვედეთის საერთა­შორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.


 

თუ შენ საკუთარი სოფლის განვითარება გსურს, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო!

შექმნილია 20 თებერვალი 2017 გადასვლები: 7339

იცი თუ არა,  რომ შენ მეზობლებთან  ერთად შეგიძლია:

RuralMieatingგანიხილოთ თქვენი სოფლის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენად მოამზადოთ შესაბამისი წინადადებები;

განიხილოთ სოფელში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და შესაბამისად მუნიციპალიტეტს წარუდგინოთ დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

განიხილოთ მიმდინარე და უკვე განხორ­ციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადო შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

ორგანიზება გაუწიოთ  სოფლისთვის მნიშვნე­ლო­ვანი საკითხების გადაწყვეტაში სოფლის  ჩართვას  და  საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოთ მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

მიიღოთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

განიხილოთ დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები, რადგან უთქვენოდ ამ საკითხს ვეღარ გადაწყვეტენ;

ვრცლად...

დასახლების საერთო კრება - ჩართულობის ქმედითი მექანიზმი

შექმნილია 23 იანვარი 2017 გადასვლები: 10449

საქართველოს ორგანული კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგილობრივი თვითთმართველობა განმარტებულია როგორც „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“გამომდინარე ამ განმარტებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელების უმთავრესი მექანიზმისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. ამასვე ამბობს „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სადაც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ლეგიტიმურია მხოლოდ არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურის შემთხვევაში, „ეს დებულება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მოქალაქეთა მონაწილეობაზე ასემბლეებში, რეფერენდუმებში და ნებისმიერი სახის პირდაპირ მონაწილეობაზე იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია“ (მუხლი 3.2). სწორედ ამ საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, 2015 წლის 22 ივლისს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, განხორციელდა ცვლილება და მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმად განისაზღვრა დასახლების (სოფლის) საერთო კრება.


ვრცლად...

მეტი სტატია...

  1. დასახლებების საერთო კრებების მხარადსაჭერად
  2. ფოტო გამოფენა ბორჯომში
  3. შეხვედრა მიკროპროექტების წარმომადგენლებთან
  4. ახალგაზრდა ლიდერების ბანაკი პატარძეულში

Page 10 of 13

  • Start
  • წინა
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com