darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)
  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი / საწყისზე
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 137 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

ბუკლეტები „სურსათის უვნებლობა“

შექმნილია 04 მარტი 2024 გადასვლები: 5507

buklსაქართელოს სასოფლო დარბაზი არის საქართველო  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის   პარტნიორი ორგანიზაცია და ახორციელებს პროექტს "უსაფრთხო   საკვები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს". 

ქვემოთ მოყვანილ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ახალი ბუკლეტები „სურსათის უვნებლობა“.

გადასვლა


პროექტი "თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის" დასრულდა

შექმნილია 29 სექტემბერი 2023 გადასვლები: 5523

LanPres2023 წლის სექტემბერში საქართველოს სასოფლო დარბაზმა გამართა პროექტ „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფინალური პრეზენტაცია ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. პრეზენტაციები გაიმართა ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მინუციპალიტეტების საკრებულოების სხდომათა დარბაზებში და მიჰყავდა პროექტის დირექორს ამირან გიგინეიშვილს.

პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ლანჩხუთის მუნიციპალტეტის 3 სოფლის, ეწრის, ორაგვესა და გრიგოლეთის მოსახლეობა (1200 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 36% ახალგაზრდა),ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის, ერკეთის, დაბლაციხისა და ბურნათის მოსახლეობა (1100 -დე მცხოვრები, მათგან 50% ქალი და 30% ახალგაზრდა), ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

ვრცლად...

ყველის ნაწარმის შემოწმება ლანჩხუთში

შექმნილია 06 ოქტომბერი 2023 გადასვლები: 7295

Logo Geo
საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ ლანჩხუთში ყველის ვარგისიანობის მონიტორინგი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით 
(CSRDG), ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. 

საქართველოს სასოფლო დარბაზმა განახორციელა ყველის ნიმუშების შესყიდვა და ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფა. ლანჩხუთის სხვადასხვა მაღაზიებსა და ბაზრობაზე შევიძინეთ 5 დასახელების ყველი და ჩავაბარეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ქალაქ ქუთაისში. შესყიდული იქნა საქართველოში წარმოებული, ქარხნულად დამზადებული ყველის 2 ნიმუში და 3 ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობაში დამზადებული ნიმუში.

IMG 3466

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, ყველის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. ყველი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ძალზედ მნიშველოვანია მისი სისუფთავეზე შემოწმება. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხორციელდა შემოწმება ჩვენს მიერ.

შემოწმებული ნიმუშების სია:

ვრცლად...

ევროკავშირის მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის თემაზე საჯარო შეხვედრა გაიმართა

შექმნილია 11 აგვისტო 2023 გადასვლები: 7051

IMG 2925aლანჩხუთი. 2023 წლის 11 აგვისტო -ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ (CAPCA) ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს  სასოფლო დარბაზმა“  ორგანიზება  გაუწიეს საჯარო  შეხვედრას,  თემაზე „სურსათის      უვნებლობის      სახელმწიფო      კონტროლი      საქართველოში“,                   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ვრცლად...

პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება"

შექმნილია 01 აგვისტო 2023 გადასვლები: 6185

პროექტი „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ხორციელდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.

პროექტი მიზნად ისახავს:

ვრცლად...

ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია

შექმნილია 10 ივლისი 2023 გადასვლები: 5366
eweriსაქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის „თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში დასრულდა სოფელ ეწრის მცხოვრებთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექტრონული კენჭისყრის პროცესი. სულ წარმოდგენილი იყო 2 საპროექტო იდეა: "ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია" და "ეწრის ამბულატორიის შეღობვის თანადაფინანსება". 57 ხმით 17-ის წინააღმდეგ, გაიმარჯვა იდეამ "ეწრის საბავშვო ბაღის ღობის რეკონსტრუქცია".  ეწრის მოსახლეობას აქვს კაპიტალურად შემოღობილი საბავშვო ბაღის ეზო. 
იდეა დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. 
 

მეტი სტატია...

  1. სპორტული ტრენაჟორების მოწყობა გრიგოლეთის სკოლაში
  2. თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრი ერკეთში
  3. დაბლაციხეში შინმოუსვლელთა სტენდისა და პარკის კეთილმოწყობა
  4. ბურნათის ცენტრში რეკრიაციული ზონის მოწყობა

Page 4 of 13

  • Start
  • წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com