darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)
  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი / საწყისზე
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 133 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

წყალწმინდის საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგები

შექმნილია 01 ივლისი 2015 გადასვლები: 10457

საქართველოს სასოფლო დარბაზმა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა პროექტ „საზოგადოებრივი მონიტორინგი გურიის სანაპირო სოფლების განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩაატარეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის მუნიციპალური სერვისების საზოგადოებრივი მონიტორინგი. პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის ტანამსრომლობის ფონდის მიერ. დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა შედეგები იხილეთ ბმულზე:


სანაპირო დასახლებების წარმომადგენელთა ტრენინგის სატელევიზიო სიუჟეტი

შექმნილია 13 მარტი 2015 გადასვლები: 10025

ამ ბმულზე განთავსებულია გურიის სანაპირო დასახლებების წარმომადგენელთა ტრენინგის სატელევიზიო სიუჟეტი. ტრენინგი ჩატარდა პროექტის "საზოგადოებრივი მონიტორინგი გურიის სანაპირო სოფლების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და საქართველოს სასოფლო დარბაზი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. youtube


 

ახალი მუნიციპალური დარბაზები დაფუძნდა

შექმნილია 29 იანვარი 2015 გადასვლები: 9978

2015 წლის იანვარში ზესტაფონისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სასოფლო დარბაზები დაფუძნდა. წარმატებას ვუსურვებთ კოლეგებს და ვუსურვებთ მათი მისიების შესრულებას.


 

თემის ხმა -სოფლის პარლამენტი ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე

შექმნილია 11 დეკემბერი 2014 გადასვლები: 10902

„კივიტას  გეორგიკა“  ევროკომისიის  ფინანსური  მხარდაჭერით,  საზოგადოებრივი  კვლევის  ცენტრთან და ჩეხეთის არასამთავრობო  ორგანიზაცია „აგორა’’-სთან ერთად ახორციელებს პროექტს  „სოფლის პარლამენტი“. პროექტი ხორციელდება:  ხუთ მუნიციპალიტეტში: ყვარელი, ხაშური, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური. პროექტის მიზანია:

ვრცლად...

მიმდინარე პროექტები

შექმნილია 11 დეკემბერი 2014 გადასვლები: 16825

  

წინა პროექტები

შექმნილია 11 დეკემბერი 2014 გადასვლები: 15085

პროექტი: :უსაფრთხო სურსათი ლანჩხუთისთვის"

დამფინანსებელი: CSRDG

პროექტის მიზანი: ხელი შეეწყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უსაფრთხო სურსათის მიწოდებას ადვოკატირების გზით. 

პროექტის ვადები: 2023-2025


პროექტი: “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“

დამფინანსებელი: EU, UNDP.

პროექტის მიზანი:  ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის ამაღლება მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობის გზით, რაც მიიღწევა ადgილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ერთობლივი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად და სათემო ინიციატივების გაძლიერებით ადგილობრივი გამოწვევების გადასაჭრელად.

პროექტის ვადები: 2025


 პროექტი: "თანამშრომლობა ადგილობრივი განვითარებისთვის"

დამფინანსებელი: UNDP

პროექტის მიზანი: ხელი შეეწყოს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის წარმართვას და საზოგადოების მონაწილეობით სოფლების განვითარების ხელშეწყობას რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობას, მათ პოლიტიკას გახდის მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს, გაზრდის მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

პროექტის ვადები: 2022-2023


პროექტი: "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის"

დამფინანსებელი: ევროპის ფონდი

პროექტის მიზანია საქართველოს სასოფლო დარბაზისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების კოალიციური ძალისხმევით, განხორციელდეს ლანჩხუთის, სენაკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების კონსოლიდაცია, რათა მათთან ერთად, სამოქალაქო მონიტორინგის ინსტრუმენტების  გამოყენებით, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სოციალურდ და ეკონომიკურ ჭრილში განსჯადი გავხადოთ ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობა, დავეხმაროთ ა.ი.პ.-ებს თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებაში.


პროექტი: "საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი"

დაფინანსებულია პროექტის „გურიის, იმერეთისადარაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქ ოსაზოგადოები სორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი სმიზნით”, ფარგლებსი რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.

პროექტის მიზანი:ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.


პროექტი "გურიის რეგიონის სამკურნალო ტურიზმის პოტენციალის ზრდა გრიგოლეთის პლაჟის ქვიშის ანომალური მაგნიტური რუკის ფორმირების საფუძველზე"

დამფინანსებელი: საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

პროექტის მიზანია გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროს ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდის ხელშეწყობა და შესაბამისად სანაპირო დასახლებების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.


პროექტი: „სასოფლო დასახლებების თვითორგანიზება ადგილობრივი განვითარებისთვის“

დამფინანსებელი: ევროპის ფონდი

პროეტის მიზანია ჩოხატაურის, სენაკისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების 9 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით. 


პროექტი: ""გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის ხელშეწყობა" 

დამფინანსებელი: ევროპის ფონდი, შვედეთის განვითარების სააგენტო

პროეტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით. 


პროექტი: "სასოფლო თემების ჩართულობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში"

დამფინანსებელი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

კოალიცია: ასოციაცია "ედუკატორი", პოლონეთი

პროეტის მიზანია ხელი შეუწყოს სსდ-ს ორგანიზაციულ განვითარებას და ახალგაზრდების გააქტიურებას სასოფლო დასახლებებში, თემების მიერ ინიცირებული მიკრო პროექტების დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ხელსეწყობას.


პროექტი: "თანამშრომლობა გურის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის"

დამფინანსებელი: UNDP, SCO, ADC

კოალიცია: ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები

  • პროექტის მიზანია საზოგადოების მონაწილეობით გურიის სანაპიროს ოთხი დასახლების, გრგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და შეკვეთილის სტრატეგიული, მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება საშუალო ვადიან პერსპექტივაში.

პროექტის ვადები: 2015 - 2016 წწ. 10 თვე.


პროექტი: საზოგადოებრივი მონიტორინგი გურიის სანაპირო სოფლების განვითარებისათვის.

დამფინანსებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

კოალიცია: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი

  • გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო 4 სოფელში მუნიციპალური პროგრამების საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანიზება ადგილობრივი ლიდერების ჩართვითა და თვითმმართველობასთან თანამშრომლობით

პროექტის ვადები: 2015 წ. 10 თვე.


პროექტი: "მოქალაქეთა მონაწილეობის ამაღლება"

დამფინანსებელი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

  • საქართველოს სოფლების მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა საზოგადოებრივი საბჭოების, როგორც საზოგადოებს ჩართულობის ფორმების მიმართ
  • საქართველოს სასოფლო დარბაზის, როგორც სასოფლო ტერიტორიების განვითარების ახალი ინსტიტუციის გაძლერებისა და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა;

პროექტის ვადები: 2014 წ.


 

Page 13 of 13

  • Start
  • წინა
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com