darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)
  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი / საწყისზე
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 198 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

მისია

შექმნილია 16 აპრილი 2025 გადასვლები: 5791

საქართველოს სასოფლო დარბაზის მისია

Mission PNG Clipartსსდ-ის მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის,  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის.

 აღნიშნული მისიის განსახორციელებლად სსდ მჭიდროდ  ითანამშრომლებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე. 

 


 

ლანჩხუთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა გზამკვლევები

შექმნილია 15 თებერვალი 2026 გადასვლები: 467

sityzenსაქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 7). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად კი, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (მუხლი 2). ამდენად, კანონმდებლობით თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერთოს მისი ქალაქის, დაბის, თემის, სოფლისა თუ უბნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და მის მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვოს პრობლემების მოგვარება და მუნიციპალური მომსახურებების მიწოდება.

უფლებამოსილების შესრულებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი ბიუჯეტია. თვითმმართველი ერთეულის ხელისუფლება, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვაზე.
იმისათვის, რომ მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უნდა იცოდეს:

ვრცლად...

პურის შემოწმება

შექმნილია 04 ნოემბერი 2025 გადასვლები: 2004

broad

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს სასოფლო დარბაზმა, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში შეიძინეს და ლაბორატორიებს ჩააბარეს პურის 92 ნიმუში. ნიმუშები უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე შემოწმდა.

სავარაუდო დარღვევა, კერძოდ, რადიაციის (ცეზიუმ-137) მომატებული დონე გამოვლენილია 2 ნიმუშში, რომლებიც წარმოებულია შემდეგი ბიზნესოპერატორების მიერ: ინდმეწარმე კესო ბაბუაძე და შპს მბკ პური.

დარღვევები „სავარაუდოდ“ ითვლება, ვინაიდან, აღნიშნული ლაბორატორიული კვლევების შედეგებს უზუსტობის გარკვეული ამპლიტუდა (+-) ახლავს (რაც ლაბორატორიულ კვლევებში საკმაოდ ხშირია), რომლის გათვალისწინებითაც, დამაბინძურებლის ოდენობა შეიძლება დაშვებულ ზღვარს არ აჭარბებდეს, თუმცა, შეიძლება პირიქით, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კიდეც.

სავარაუდო დარღვევების შესახებ წერილები გაიგზავნა სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს) და შესაბამის მეწარმეებთან. 29 ოქტომბერს მივიღეთ სეს-ის პასუხი, რომლის თანახმადაც ზემოაღნიშნული მეწარმეების მიერ 16 ოქტომბერს დამზადებული თითო პურის ნიმუში ლაბორატორიულად იქნა გამოკვლეული რადიაციასა და მძიმე ლითონებზე. ნორმების გადაჭარბება არ გამოვლენილა.

ამავე დროს, სეს-ის თანახმად, ჩატარდა შპს მბკ პურისა და ი.მ. კესო ბაბუაძის სახელმწიფო კონტროლი, რის შედეგადაც შპს მბკ პურში დაფიქსირდა მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა (წარმოებულ სურსათს, პურს და ფუნთუშას არ გააჩნდა ეტიკეტი), რის გამოც მეწარმე დაჯარიმდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, სეს-ის მიერ გამოკვლეული ნიმუშები იმავე პარტიების ფქვილით თუ იყო დამზადებული, რომლითაც ჩვენი ინიციატივის ფარგლებში აღებული ნიმუშები. ამის თაობაზე მივწერეთ, სეს-ს და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.  

აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დარღვევების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მიღებული შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ ცალკეული დაბინძურებული ნიმუშების მოხმარების შემდეგ ადამიანს ჯანმრთელობის გართულებები შეენიშნება, თუმცა, ცხადია, ზემოაღნიშნული სახის დაბინძურება ორგანიზმზე უარყოფითად აისახება და, მცირე დოზებით ხანგრძლივი ზემოქმედების დროსაც სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნას უწყობს ხელს. 

ვრცლად...

საპროექტო იდეები შეირჩა

შექმნილია 23 აგვისტო 2025 გადასვლები: 6602

winnerსაქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ დასაფინანსებლად წარმოდგენილი საპროექტო იდეების ელექრონული კენჭისყრის პროცესი დასრულდა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წესების შესაბამისად ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პროექტის დაფინანსებით განხორციელდება 2-2 აქტივობა, თითოეული 5500 ლარის ოდენობით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასოფლო დარბაზი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

გამარჯვებული პროქტები:

      • ლანჩხუთი: მინი კონტეინერების შეძენა რეკრიაციული სივრცეებისთვის.
      • ლანჩხუთი: სამხატვრო მოლბერტების და ხალხური საკრავების შეძენა სახელოვნებო საქმიანობისთვის.
      • ჩოხატაური: სოფ ჯვარცხმაში თანამედროვე ტექნოლოგიების სივრცის მოწყობა.
      • ჩოხატაური: საბავშვო მინი ატრაქციონი სოფ გუთურში.

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური ა(ა)იპ-ბის საქმიანობით მოსახლეობის კმაყოფილების კვლევის შედეგები

შექმნილია 13 აგვისტო 2025 გადასვლები: 6162

pngfind.com report icon png 6611341საქართველოს სასოფლო დარბაზი ახორციელებს პროექტს, “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“.

პროექტის ერთ - ერთი ამოცანაა მუნიციპალური ა(ა)იპ-ების საქმიანობით მოქალაქეთა  კმაყოფილების სარისხის კვლევა და დასკვნებისა და რეკომენდაციების მიწოდება ა(ა)იპ-ბისთვის, რათა მათ გაითვალისწინონ შემდგომ საქმიანობაში. ამ ამოცანის ფარგლებში განხორციელდა შერჩეული ა(ა)იპ-ების მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხის კვლევა. შედეგები მიეწოდა მუნიციპალიტეტებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელობას.

კვლვის  შედეგები შესაძლებელია ჩამოიტვირთოს აქედან:

ვრცლად...

ჩოხატაურელების მოწოდებული საპროექტო იდეები

შექმნილია 12 აგვისტო 2025 გადასვლები: 5739

pbch

საქართველოს სასოფლო დარბაზი ახორციელებს პროექტს “სამოქალაქო მონიტორინგი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე და მონაწილეობითი ბიუჯეტირების წესების შესაბამისად ლანჩხუთსა და ჩოხატაურში პროექტის დაფინანსებით განხორციელდეს 2-2 აქტივობა, თითოეულს 5500 ლარის ოდენობით.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს სასოფლო დარბაზი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

ვრცლად...

მეტი სტატია...

  1. ლანჩხუთელების მოწოდებული საპროექტო იდეები
  2. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალური ა(ა)იპ-ბის მონიტორინგის შედეგები
  3. სოციოლოგიური კვლევების ტრენინგი
  4. ტრენინგები სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფებისთვის

Page 1 of 13

  • Start
  • წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com