2021 წლის 8-11 თებერვალს საქართველოს სასოფლო დარბაზის ოფისში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები. ტრენინგს ასევე დაესწრნენ ახლად დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების "ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის" და "რუდუნის" წარმომადგენლები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.
საქართველოს სასოფლო დარბაზმა ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის “სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება.
პროექტის მიზანია საქართველოს სასოფლო დარბაზისა და ადგილობრივი მედია საშუალებების კოალიციური ძალისხმევით, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში განსჯადი გავხადოთ სენაკის, ხაშურისა და ლანჩხუთის მუნიციპალური ცხრა არასამეწარმეო იურიდიული პირის (ა.ი.პ.) საქმიანობა. დავეხმაროთ ა.ი.პ.-ებს თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში.
კოალიცია ადგილებზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩამოაყალიბებს სამოქალაქო მონიტორინგის მობილურ ჯგუფებს. განახორციელებს სამიზნე ა.ი.პ.-ების საქმიანობის მონიტორინგის და მედიის საშუალებით მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.
საზოგადოებისათვის მიწოდებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით მომზადდება მოქალაქეთა ანგარიშგების ბარათები, ჩატარდება სამიზნე აუდიტორიის კვლევა. ა.ი.პ.-ების პერსონალი შეიძენს მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს რათა უკეთ შეძლონ ბენეფიციარებთან კომუნიკაცია და გააუმჯობესონ მათთვის შეთავაზებული სერვისები;
პროექტის ამოცანებია:
პროექტის საბოლოო მომხმარებლებს წარმოადგენენ ხაშურის მუნიციპალიტეტის 52000 - მცხოვრები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 31000-მდე მცხოვრები და სენაკის მუნიციპალიტეტის 40000-დე მცხოვრები, როგორც მუნიციპალური სერვისების მომხმარებელი თემები, სულ მცირე 123 000 ადამიანი. ცოდნასა და უნარებს აიმაღლებს აიპ-ბის 60 წარმომადგენელი. მონიტორინგის შედეგებს გაეცნობა სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სულ მცირე 30%, პროცესში ჩაერთვებიან სამივე მუნიციპალიტეტის საკრებულოები და მერიის სამსახურები და რა თქმა უნდა 9 მუნიციპალური აიპ-ს შემადგენლობა.
დღეს, ,,საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს, პროექტის "საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორის" შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
,,საკრებულოს ელექტრონული მენეჯერი“ არის ვებ-პლატფორმა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
მისი საშუალებით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება შეიტყოს საკრებულოში დაგეგმილი ყველა ღონისძიების შესახებ, უშუალოდ დაუკავშირდეს ნებისმიერ საკრებულოს წევრს, აპარატის წარმომადგენლებს, მიწეროს წერილი ან განახორციელოს სატელეფონი კომუნიკაცია მათთან.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სისტემა გამჭვირვალეა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საჯაროა რამდენ წერილს უპასუხა ადრესატმა და აქვს თუა არა ასევე უპასუხო შეტყობინებები.
პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში ხორციელდება.
Page 9 of 17
ჩვენ გვყავს 116 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე