darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)

FB

  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 43 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

საწყისი

საინტერესო ონლაინ მოგზაურობა

შექმნილია 22 მაისი 2021 გადასვლები: 6155

3

საინტერესო მოგზაურობას გთავაზობთ. ასეთი რამ ჯერ არც გინახავთ და არც გაგიგონიათ.

მოგზაურობა არის ონლაინ - როგორც კოვიდპანდემიის ვითარებას შეეფერება.

მოგვყევით...

პირველი სადგურია - ლანჩხუთის ოფიციალური ვებგვერდი http://lanchkhuti.gov.ge/

გახედეთ ეკრანს მარჯვნივ. ჩამონათვალში თითქოს ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ არის ერთი გამორჩეული დასახელება: ელექტრონული მენეჯერი https://lcman.ge

სწორედ ეს არის სიახლე, რაზეც უნდა გიამბოთ - უნიკალური ვებაპლიკაცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში (და სხვაგანაც). ის საგანგებოდ ლანჩხუთისთვის შეიქმნა.

აპლიკაციის ავტორია ამირან გიგინეიშვილი - რადიოინჟინერი, პროგრამისტი, კონსტრუქტორი, მკვლევარი, ეკონომისტი, პიარის სპეციალისტი.

ბატონი ამირანი არის ლანჩხუთის საკრებულოს წევრი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის გამგეობის წევრი. აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავლილი აქვს 40-ზე მეტი საერთაშორისო ტრენინგი. ამჟამად არის „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ თავმჯდომარე http://www.darbazi.org.ge/

ვრცლად...

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის

შექმნილია 11 აპრილი 2021 გადასვლები: 6049

პროექტის, „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით”, ფარგლებში საქართველოს სასოფლო დარბაზმა უკვე შეიმუშავა და დანერგა საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალეობის, საკრებულოს წევრების პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის, მოსახლეობის საკრებულოს წევრებისადმი დისტანციურად მიმართვიანობის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ადვილად გასაგებივებ აპლიკაცია, „საკრებულოს ელექტრონული მენეჯერი“ (www.lcman.ge). აპლიკაციის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მოსახლეობა - საკრებულო ურთიერთობა, გაიზარდა მონაწილეობის ხარისხი, საკრებულოს წევრების მხრიდან მოქალაქეების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების რაოდენობა.

პროექტის "ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის" განხორციელების შედეგად შემუშავდება მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ბენეფიციარებისთვის ადვილად გასაგები და დინამიური, ელექტრონული კომუნიკატორის ვებ-აპლიკაციის დიზაინი და ტექნიკური მოთხოვნები; მერიას, ისევე როგორც საკრებულოს ექნება ელექტრონული კომუნიკატორის ვებ-აპლიკაცია, რითაც შესაძლებელი გახდება მისი საქმიანობის გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი ზრდა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლებს, სამსახურების, განყოფილებების უფროსებს, მერის წარმომადგენლებს ექნებათ შესაბამისი ცოდნა და უნარები და შეძლებენ ვებ-აპლიკაციის ადმინისტრირებას გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობა გაეცნობა საკრებულოსა და მერიის ერთობლივ ვებ-აპლიკაციას და შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ მიიღოს ღონისძიებათა შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, არამედ ელექტრონულად მიმართოს კონკრეტულ დეპუტატს, მერს, მოადგილეებს, სამსახურისა და განყოფილების უფროსებს, მერის წარმომადგენლებს. თვალი მიადევნოს მიმართვის ადმინისტრირებას და მიიღოს მათგან ელექტრონული პასუხი.


ტრენინგ კურსი ხაშურის მუნიციპალური აიპ-ბის თანამშრომლებისთვის

შექმნილია 03 მარტი 2021 გადასვლები: 6172

2021 03 01 11 12 592021 წლის 1-4 მარტს ხაშურში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "მუზეუმების გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "ხაშურსერვისის" თანამშრომლები. 

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.


 

ტრენინგ კურსი სენაკის მუნიციპალური აიპ-ბის თანამშრომლებისთვის

შექმნილია 26 თებერვალი 2021 გადასვლები: 5965

152530702 2342884165835379 7453770072668155107 n2021 წლის 22-25 თებერვალს სენაკში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "სასპორტო გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "საზოგაროებრივია მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.

ტრენინგ კურსი ლანჩხუთის მუნიციპალური აიპ-ბის თანამშრომლებისთვის

შექმნილია 11 თებერვალი 2021 გადასვლები: 5918

148620607 839961146844892 7106917238315259970 n 2021 წლის 8-11 თებერვალს საქართველოს სასოფლო დარბაზის ოფისში ჩატარდა ტრენინგ კურსი "კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ფასილიტაციის უნარების ამაღლება და სოციოლოგიური კვლევების მენეჯმენტი". ტრენიგს ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აიპ-ბის - "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების", "საბავშვო ბაღების გაერთინანებისა" და "კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" თანამშრომლები. ტრენინგს ასევე დაესწრნენ ახლად დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების "ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის" და "რუდუნის" წარმომადგენლები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და უნარ - ჩვევები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კომუნიკაცია, პრეზენტაცია, ფასილიტაცია. მათ დამოუკიდებლად შეეძლებათ შეადგინონ რაოდენობრივი კვლევის ანკეტები, ჩაატარონ კვლევა და გააკეთონ მარტივი ანალიზი.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სასოფლო დარბაზის პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის" ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის ფონდი.

 

„სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“

შექმნილია 23 სექტემბერი 2020 გადასვლები: 5706
ami20საქართველოს სასოფლო დარბაზმა ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება.
 
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ამირან გიგინეიშვილმა განაცხადა, პროექტის მიზანია არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბდება მობილური ჯგუფები და მოსახლეობის ინფორმირება მოხდება ბეჭდური მედიის საშუალებით. საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად დაიწყება ა(ა)იპ-ის თანამშრომლების გადამზადება.
 
შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია

 
 

მეტი სტატია...

  1. დაიწყო პროექტის “სამოქალაქო მონიტორინგი მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისთვის“ განხორციელება
  2. საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი
  3. მრგვალი მაგიდის შეხვერდა
  4. საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი

Page 7 of 13

  • Start
  • წინა
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com