2014 წელს ხელისუფლებამ დაიწყო „საქართველოს თვითმმართველობათა კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების მომზადება, მათ შორის XI თავისთვის, რომელიც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების დანერგვას. კანონპროექტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები 60-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც საქართველოს ყველა რეგიონის მოქალაქეებთან, 150-მდე სოფლის მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრების ანალიზის შედეგად ხელისუფლებას მიაწოდეს კოდექსის ცვლილების საკუთარი ხედვა, რაც გათვალისწინებული იყო კანონპროექტის სახელისუფლო შტოებში განსახილველად წარდგენის დროს. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა მოსახლეობის თვითორგანიზებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმას - დასახლების საერთო კრებას და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან საერთო კრების ურთიერთობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვას, და რაც მთავარია, საერთო კრების სახელით ცალკეული უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი ორგანოს - დასახლების საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას.
საქართველოს სასოფლო დარბაზმა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა პროექტ „საზოგადოებრივი მონიტორინგი გურიის სანაპირო სოფლების განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩაატარეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის მუნიციპალური სერვისების საზოგადოებრივი მონიტორინგი. პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის ტანამსრომლობის ფონდის მიერ. დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა შედეგები იხილეთ ბმულზე:
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის მიერ შეიქმნა პროექტი „თანამშრომლობა გურიის სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის”. პროექტის პარტნიორები და დონორები არიან: საქართველოს სასოფლო დარბაზი, ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამიისტრო, გაეროს განვითარების პროექტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაცია.
მცირე გრანტების პროგრამა ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD), რომელსაც ახორცილებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მიზანს წარმოადგენსგურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზონის დასახლებათასოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება საშუალო ვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მოსახლეობის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით და ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალის ზრდის შედეგად.
2016 წლის 20 იანვარს ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის ოფოსში გაიმართა პრეს კონფერენცია, რომელსაც გარდა ჟურნალისტებისა, ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები თემურ მარშანიშვილი და ჯუმბერ ბლაგიძე. პრესკონფერენციაზე პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ჟურნალისტებს გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები. შემდეგ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმებს ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრსა და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს შორის.
21 იანვარს დაბა ურეკში გაიმართა პროექტის "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს განვითარებისთვის" წარმომადგენელთა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელლთა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, მოსალოდნელ შედეგებზე. უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს პროექტის მენეჯმენტსა და ურეკის მაჟორიტარ საკრებულოს წევრს, ბიძინა იმნაიშვილს შორის. შეირჩა სამუშაო ჯგუფის წევრები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს განვითარებისთვის" მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD), რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა , სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
Page 12 of 17
ჩვენ გვყავს 77 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე