darbazi.org.ge
GeorgianGeorgiaEnglish (UK)

FB

  • წევრები
  • მისია
  • სტრუქტურა
  • გუნდი
  • პარტნიორები
  • დაგვიკავშირდით
  • ანგარიშები
  • დააყენე საწყისად
  • 11

    11

  • 2

    2

  • 15

    15

  • 1

    1

  • 5

    5

  • 13

    13

  • 10

    10

  • 14

    14

  • 3

    3

  • 6

    6

  • 17

    17

  • 9

    9

  • 16

    16

  • 4

    4

  • 8

    8

  • 7

    7

  • 12

    12

BT Slideshow Pro - модуль joomla Mp3
მთავარი
მთავარი
  • საწყისზე
  • საწყისი
  • ახალი ამბები
  • მიმდინარე პროექტები
  • დასრულებული პროექტები
  • არქივი
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი
online
ვებ გვერდზე

ჩვენ გვყავს 105 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე

resources1
რესურსები
  • ვებ ბმულები
  • ფაილები (წევრებისთვის)

arcive1


არქივი
  • დეკემბერი, 2024UTC00
  • დეკემბერი, 2023UTC00
  • დეკემბერი, 2021UTC57
  • დეკემბერი, 2017UTC00
  • იანვარი, 2017UTC00
  • დეკემბერი, 2016UTC00
  • მაისი, 2016UTC00
  • ნოემბერი, 2015UTC00
  • ოქტომბერი, 2015UTC00
  • სექტემბერი, 2015UTC00

საწყისი

დასახლების საერთო კრება ორაგვეში

შექმნილია 24 მარტი 2017 გადასვლები: 10443

oragve232017 წლის 23 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში ჩატარდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული დასახლების საერთო კრება. კრება ჩატარდა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" სრული დაცვით. განხილული იქნა 2 საკითხი, კრების რჩეულის არჩევა და სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია. რჩეულად აირჩიეს ტარიელ ურუშაძე. ორაგვეს უმთავრესი პრობლმებია ბუნებრივი აირის შეყვანა სოფელში, მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელში უბნის ექიმის დანიშვნა, მუნიციპალური ტრნსპორტის დანიშვნა, შიდასასოფლო გზების მოწესრიგება, სანიაღვრეების მოწყობა, კოლმეურნეობის შენობის სტატუსის განსაზღვრა. იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი კრების ოქმთან ერთად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისთვის.

ღონისძიებები ჩატარდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთა­შორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.


 

დასახლების საერთო კრებები გრიგოლეთსა და ეწერში

შექმნილია 21 მარტი 2017 გადასვლები: 10224

etseri172017 წლის 17 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, ხოლო 18 მარტს სოფელ ეწერში ჩატარდა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული დასახლების საერთო კრებები. კრებები ჩატარდა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" სრული დაცვით. კრებებზე განხილული იქნა 2 საკითხი, კრების რჩეულის არჩევა და სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და პრიორიტეტიზაცია. რჩეულად გრიგოლეთში აირჩიეს აკაკი კვაჭაძე, ხოლო ეწერში ზვიად ნაკაიძე. გრიგოლეთის უმთავრესი პრობლმებია ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების არ არსებობა, საგზაო რეგულირების მოუწესრიგებლობა და დამისამართების არ არსებობა. ეწრის პრობლემებია წყალგაყვანილობის არ არსებობა, დაზიანებული შიდა გზა და თხილის დაავადება. იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი კრების ოქმთან ერთად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისთვის.

ღონისძიებები ჩატარდა ევროპის ფონდისმხარდაჭერითდაშვედეთის საერთა­შორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით მიმდინარე „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ პროექტის „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში.


 

თუ შენ საკუთარი სოფლის განვითარება გსურს, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო!

შექმნილია 20 თებერვალი 2017 გადასვლები: 7691

იცი თუ არა,  რომ შენ მეზობლებთან  ერთად შეგიძლია:

RuralMieatingგანიხილოთ თქვენი სოფლის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენად მოამზადოთ შესაბამისი წინადადებები;

განიხილოთ სოფელში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და შესაბამისად მუნიციპალიტეტს წარუდგინოთ დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;

განიხილოთ მიმდინარე და უკვე განხორ­ციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადო შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;

ორგანიზება გაუწიოთ  სოფლისთვის მნიშვნე­ლო­ვანი საკითხების გადაწყვეტაში სოფლის  ჩართვას  და  საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოთ მუნიციპალიტეტის ორგანოებს;

მიიღოთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;

განიხილოთ დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები, რადგან უთქვენოდ ამ საკითხს ვეღარ გადაწყვეტენ;

ვრცლად...

დასახლების საერთო კრება - ჩართულობის ქმედითი მექანიზმი

შექმნილია 23 იანვარი 2017 გადასვლები: 10957

საქართველოს ორგანული კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგილობრივი თვითთმართველობა განმარტებულია როგორც „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“გამომდინარე ამ განმარტებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, როგორც ადგილობრივი დემოკრატიის განხორციელების უმთავრესი მექანიზმისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. ამასვე ამბობს „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, სადაც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ლეგიტიმურია მხოლოდ არჩეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი სტრუქტურის შემთხვევაში, „ეს დებულება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მოქალაქეთა მონაწილეობაზე ასემბლეებში, რეფერენდუმებში და ნებისმიერი სახის პირდაპირ მონაწილეობაზე იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია“ (მუხლი 3.2). სწორედ ამ საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობით, 2015 წლის 22 ივლისს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, განხორციელდა ცვლილება და მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმად განისაზღვრა დასახლების (სოფლის) საერთო კრება.


ვრცლად...

დასახლებების საერთო კრებების მხარადსაჭერად

შექმნილია 09 დეკემბერი 2016 გადასვლები: 10232

EuropaPressსაქაართველოს სასოფლო დარბაზის აღამსრულბელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა პრეს კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიება მიეძღვნა ორგანიზაციის პროექტს "გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების მონაწილეობის ხელშეწყობა"  პროექტი ითვალისწინებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში დასახლების საერთო კრებების ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობითა და საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ჩართულობით. პროექტი დაფინანსებულია "ევროპის ფონდის" მიერ.


 

ფოტო გამოფენა ბორჯომში

შექმნილია 20 ოქტომბერი 2016 გადასვლები: 10307

ბორჯომის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ფოტოგამოფენას უმასპინძლა. სოფელ ყვიბისის ხედებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების ამსახველი ფოტოები პროექტის ფარგლებში გამოიფინა. მიკროპროექტი "ჩემი სოფელი" ხორციელდება  პოლონური ორგანიზაცია "ედუკატორის", საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკას" და საქართველოს სასოფლო დარბაზის. პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასოფლო თემების გაძლიერების ხელშეწყობა" ფარგლებში. პროექტს აფინანსებენ "პოლონეთის სოლიდარობის ფონდი" და "პოლონეთის დახმარება".

სატელევიზიო რეპორტაჟი გამოფენიდან


 

მეტი სტატია...

  1. შეხვედრა მიკროპროექტების წარმომადგენლებთან
  2. ახალგაზრდა ლიდერების ბანაკი პატარძეულში
  3. სასოფლო დარბაზის გამგეობის სამუშაო შეხვედრა
  4. დარბაზის მმართველი საბჭოს კრება

Page 10 of 13

  • Start
  • წინა
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • შემდეგი
  • End
Copyright (c) საქართველოს სასოფლო დარბაზი

designed from atjoomla.com